კოლორ ჯგუფი მომხმარებლებს სთავაზობს შეფუთვების ბეჭდვის სერვისს, როგორც რულონური, ასევე პაკეტების სახით. შეკეცვით, სახელურით ან სახელურის გარეშე.

სტამბას აქვს საკვები პროდუქტის შეფუთვის საბეჭდი დანადგარი, რომელიც ფლექსოგრაფიული ბეჭდვის პრინციპით ბეჭდავს რვა ფერში. ასევე დანადგარი, რომელიც ამზადებს ფორმებს ადგილობრივ ბაზარზე, რაც ბეჭდვის პროცესს უფრო სწრაფს და მოქნილს ხდის.

გვაქვს მასალების ფართო არჩევანი, მათ შორის ვაწარმოებთ ბიოდეგრადირებად პაკეტებს, რაც არ აზიანებს ეკოლოგიას და მსოფლიოშია აპრობირებული.

ამ მიმართულებით ძალიან მოკლე პერიოდში შევძელით ბევრი ცნობილი ქართული კომპანიის კეთილგანწყობის მოპოვება.

ვბეჭდავთ - ნახევარფაბრიკატების, მზესუმზირის, ჩიფსის, ბურღულეულის, ნაყინის, შაქრის და სხვა შეფუთვებს, რულონურ ეტიკეტსა და მრავალი დანიშნულების შესაფუთ მასალებს როგორც დიდი, ისე პატარა კომპანიებისთვის.

უცხოური ბაზრისგან განსხვავებით ჩვენთან შესაძლებელია დამზადდეს შეფუთვები მინიმალური რაოდენობით, 50 კგ, რაც მომხმარებელს არ ზღუდავს ტირაჟებში.

და ბოლოს ახალი პროდუქტი საქართველოში პირველად!

Stand Up Pouch - ეს არის ფეხზე დამდგარი ზიპიანი პაკეტი, რომელიც მოსახერხებელია ყველანაირი პროდუქტის შესანახად და საწარმოებლად.

ამ შეფუთვას სხვადასხვა სახელით იცნობენ საქართველოში - ფაუჩი, ზიპიანი პაკეტი, დოიპაკი და ფეხზე დამდგარი პაკეტი.

ფაუჩის შეფუთვა გამოიყენება სხვადასხვა პროდუქტისთვის - თხევადი, მყარი საკვები, მარცვლეული, თხილეული, ჩირეული, ჩიფსები, ბოსტნეული, ჩაი, ყავა და სხვა. ამ შეფუთვის ბარიერული ფენები ახანგრძლივებს პროდუქტის შენახვის ვადას. შეფუთვა არის მსუბუქი წონის, მაგრამ საკმაოდ მყარი, ამასთან ერთად დამატებით შესაძლებელია ჰქონდეს სახელური, ევრო საკიდი და ზიპიანი ჩამკეტი.