რბილი შეფუთვა

კოლორ ჯგუფი მომხმარებელს სთავაზობს შეფუთვების ბეჭდვის სერვისს, როგორც რულონური, ასევე პაკეტების სახით. შეკეცვით, სახელურით ან სახელურის გარეშე.

სტამბას აქვს საკვები პროდუქტის შეფუთვის საბეჭდი დანადგარი, რომელიც ფლექსოგრაფიული ბეჭდვის პრინციპით ბეჭდავს რვა ფერში. ასევე დანადგარი, რომელიც ამზადებს ფორმებს ადგილობრივ ბაზარზე, რაც ბეჭდვის პროცესს უფრო სწრაფს და მოქნილს ხდის.

გვაქვს მასალების ფართო არჩევანი, მათ შორის ვაწარმოებთ ბიოდეგრადირებად პაკეტებს, რაც არ აზიანებს ეკოლოგიას და მსოფლიოშია აპრობირებული.

ამ მიმართულებით ძალიან მოკლე პერიოდში შევძელით ბევრი ცნობილი ქართული კომპანიის კეთილგანწყობის დამსახურება.

ვბეჭდავთ - ნახევარფაბრიკატების, მზესუმზირის, ჩიფსის, ბურღულეულის, ნაყინის, შაქრის და სხვა შეფუთვებს, რულონურ ეტიკეტსა და მრავალი დანიშნულების შესაფუთ მასალებს როგორც დიდი, ისე პატარა კომპანიებისთვის.

უცხოური ბაზრისგან განსხვავებით ჩვენთან შესაძლებელია დამზადდეს შეფუთვები მინიმალური რაოდენობით, 50 კგ, რაც მომხმარებელს არ ზღუდავს ტირაჟებში.