ეტიკეტი

კოლორ ჯგუფი მომხმარებელს სთავაზობს თვითწებადი და არათვითწებადი ეტიკეტების რულონური ბეჭდვის მომსახურებას.

ეტიკეტები მზადდება რულონზე, მრავალსექციური კომპლექტაციის, პრემიუმ კლასის დანადგარების მეშვეობით. უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს ისეთი წამყვანი კომპანიები, როგორიც არის მაგალითად HP.

მოწინავე ტექნოლოგიები კოლორ ჯგუფს საშუალებას აძლევს ბაზარზე ჰქონდეს წამყვანი პოზიცია, როგორც ოპერატიულობითა და ხარისხით, ასევე კონკურენტული ფასით.

ჩვენი ციფრული დანადგარები გვაძლევს ტირაჟების გაერთიანების საშუალებას, რაც თავის მხრივ არ საჭიროებს სხვადასხვა ფირების ან კლიშეების დამზადებას, რაც აჩქარებს და აიაფებს პროცესს.

ჩვენთან ეტიკეტების წარმოების მინიმალური რაოდენობაა 1, რაც არ ზღუდავს მომხმარებელს. ასევე, შესაძლებელია ეტიკეტების ნებისმიერი რაოდენობის წარმოება იმგვარად, რომ ყოველი ეტიკეტი იყოს განსხვავებული დიზაინის ან ჰქონდეს ერთი განსხვავებული ელემენტი, მაგალითად ნუმერაცია.

ჩვენი შესაძლებლობები მოიცავს სპეციალიზირებული ტექნიკური ბეჭდვის სხვადასხვა სახეობებს:

  • შოლკოგრაფიული
  • ფლექსოგრაფიული
  • ოფსეტური
  • ციფრული ბეჭდვა

ბეჭდვისათვის საჭირო ნებისმიერი ფორმა კომპანიის საამქროსა და ლაბორატორიაში მზადდება - გრავირებისა და მოოქროვების კლიშე, შოლკოგრაფიის ბადე, არასტანდარტული და სტანდარტული დანები, რაც ასევე საშუალებას იძლევა პროდუქცია მაქსიმალურად მოკლე ვადებში დამზადდეს.

ეტიკეტი შესაძლებელია დაიბეჭდოს მოოქროვების, სილქ-ლაქის, 3D სქრინ ლაკის, ოქროს და სხვა ყველა შესაძლო ოფციის გამოყენებით, ნებისმიერი სახის ზედაპირზე: მეტალიზირებულ, გამჭვირვალე, წყალგამძლე, თერმულ, დამცავ, ფაქტურიან თუ უფაქტურო მასალებზე.

ჩვენ მომხმარებელს ასევე ვთავაზობთ მასალის დიდ არჩევანს. გვაქვს დაახლოებით 30 დასახელების მხოლოდ ღვინის ეტიკეტისთვის განკუთვნილი ქაღალდი (სხვადასხვა ფაქტურით).