ზიპიანი შეფუთვების დამზადება საქართველოში უკვე შესაძლებელია

21 სექტემბერი 2021

სტარტაპები - ინოვაციაა, ის საჭირო და მუდამ აქტუალურია. ნაჩქარევი სტარტაპი, ან მცირე ბიზნესი მეწარმისგან დიდ ყურადღებას მოითხოვს. მეწარმე ყოველთვის მზად უნდა იყოს რისკებისთვის. სტარტაპ-იდეის განხორციელების მომენტიდან, მწარმოებელი უნდა იყოს აქტიური ბაზართან მიმართებაში და მომხმარებლების მოთხოვნილებებთან შეძლოს ადაპტაცია. ფოკუსირდეს იმაზე, რომ თავის ინდუსტრიაში „გამორჩეული“ გახდეს.

გთავაზობთ 3 იდეას, თუ როგორ გახდეთ გამორჩეული კონკურენტებისაგან

1. სწორად შეარჩიეთ სტრატეგია და დაგეგმეთ ვირტუალური აქტივობები

ბიზნესის პოპულარიზაციაში უდიდეს როლს ინტერნეტი ასრულებს. ალბათ არ არსებობს სტარტაპი, რომელსაც არ აქვს გვერდი „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“. იმისათვის, რომ თქვენმა გვერდმა ბევრი ინტერნეტ-მომხმარებელი მოიზიდოს, საჭიროა სწორი სტრატეგია და კომუნიკაციის უნარი. აწარმოეთ საინტერესო ბლოგი, რომელიც რა თქმა უნდა, დაკავშირებული იქნება თქვენს პროდუქტთან და სასარგებლო აღმოჩნდება მომხმარებლისთვის. გაეცით რეალურად საინტერესო და პრაქტიკაში გამოსადეგი რჩევები თქვენს სამიზნე აუდიტორიას. გამოიყენეთ სლოგანი, რომელიც კარგად წარმოაჩენს თქვენი სტარტაპის მიზანს.

2. ორიგინალური შეფუთვა

ბევრი დამწყები კომპანიისთვის, შეფუთვა - ბრენდის გამოხატვის მთავარ გასაღებს წარმოადგენს. კარგი პროდუქტი - აუცილებელი პირობაა წარმატებული ბრენდისთვის, მაგრამ თქვენ არ უნდა კონცენტრირდეთ მხოლოდ პროდუქტზე. ბრენდი - ინდივიდუალურობის გამოხატულებაა, რომელიც შეფუთვაშიც უნდა ჩანდეს. პირველი, რასაც თქვენი პროდუქტი უნდა იწვევდეს მომხმარებლებში - არის სურვილი, შეეხონ და გასინჯონ ის.

პროდუქტის შეფუთვის ბევრნაირი სახეობა არსებობს, თუმცა სიახლე არის Stand Up Pouch-ი, ე.წ. ფეხზე დამდგარი ზიპიანი პაკეტი, რომელიც მოსახერხებელია ყველანაირი პროდუქტის შესანახად და საწარმოებლად. მსხვილი კომპანიისთვის თუ მცირე სტარტაპერისთვის, ამ შეფუთვაში პროდუქტის დაფასოება ძალიან მარტივია. ამასთან ერთად, ვიზუალურად განსხვავებულია და მომხმარებლის ყურადღებას მომენტალურად მიიქცევს. ამ შეფუთვას საქართველოში სხვადასხვა სახელით იცნობენ: ფაუჩი, ზიპიანი პაკეტი, დოიპაკი და ფეხზე დამდგარი პაკეტი.

ფაუჩის შეფუთაში შეგიძლიათ მოათავსოთ სხვადასხვა პროდუქტი: თხევადი, მყარი საკვები, მარცვლეული, თხილეული, ჩირეული, ჩიფსები, ბოსტნეული, ჩაი, ყავა და სხვა. შეფუთვის ბარიერული ფენები ახანგრძლივებს პროდუქტის შენახვის ვადას, რაც ძალიან მომგებიანია მწარმოებლისთვის. ფაუჩის დამზადება შესაძლებელია „კოლორ ჯგუფში“, სხვადასხვა სპეციფიკაციით. ბეჭდვა შესაძლებელია როგორც მცირე ტირაჟების, ასევე დიდი რაოდენობებით. შეფუთვა შესაძლებელია დამზადდეს სხვადასხვა ტიპის მასალით: გამჭირვალე, პრიალა, გლუვი, მეტალიზირებული, ან ალუმინის. ფაუჩი მსუბუქი წონის, მაგრამ საკმაოდ მყარია. დამკვეთის სურვილის მიხედვით, შეიძლება გაუკეთდეს სახელური, ევრო საკიდი და ზიპიანი ჩამკეტი.

3. მოქნილი მიტანის სერვისი

მიტანის დამატებითი ხარჯები და გადასახადები არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მომხმარებლები უარს ამბობენ შესყიდვებზე. მიეცით მათ მიზეზი, აგირჩიონ კონკურენტებიდან, მიტანის მოქნილი ვარიანტების შეთავაზებით. დააორგანიზეთ უფასო, ან დაჩქარებული მიტანის სერვისი. შესთავაზეთ უფასო მიწოდება სტანდარტული პირობებით ძვირადღირებულ შეკვეთებზე. ეს მიდგომა წაახალისებს მომხმარებელს, შეიძინოს მეტი პროდუქტი, რათა ისარგებლონ უფასო, ან დაბალფასიანი გადაზიდვის სერვისით.

სამწუხაროდ, არ არსებობს იოლი გზები, რომ გააძლიეროთ თქვენი სტარტაპი კონკურენტულ გარემოში, თუმცა, სტატიაში მოყვანილი რჩევები დაგეხმარებათ, გამოარჩიოთ თქვენი ბრენდი და გაზარდოთ შემოსავალი.

გისურვებთ წარმატებებს!