5 მიზეზი, თუ რითი ჯობს Stand Up Pouch-ი პროდუქტის შეფუთვის სხვა სახეობებს

27 სექტემბერი 2021

საკვები პროდუქტები ყველზე მგრძნობიარეა გარემოზე ზემოქმედებისადმი და მალფუჭებადია. სწორედ ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი სხვადასხვა პროდუქტებისათვის „სწორი“ შეფუთვის არჩევა. პირველ რიგში, შეფუთვას უნდა გააჩნდეს მაღალი მექანიკური თვისებები, მაღალი დონის ხარისხი, თერმო დაცვა და გაზების გამტარიანობა.

საკვები პროდუქტების თანამედროვე შეფუთვის ერთ-ერთი ყველაზე ახალი და პოპულარული ვარიანტია Stand Up Pouch-ი, რომელსაც საქართველოში სხვადასხვა სახელით იცნობენ: ფაუჩი, ზიპიანი პაკეტი, დოიპაკი და ფეხზე დამდგარი პაკეტი.

ეს გახლავთ სპეციალური ტექნოლოგიით დამზადებული, გამოხარშული, დაკეცილი, ბარიერული ფენები და ჰერმეტულად შეკრული პაკეტი, რომელსაც ავსებენ ნებისმიერი პროდუქტით. მას აქვს მყარი ძირი, სხვადასხვანაირი ხუფები, სამაგრები, დამჭერები, ზომები, ფორმები და იდეალური ვიზუალი. ფაუჩის შეფუთვას იყენებენ სხვადასხვა პროდუქტისთვის: თხევადი, მყარი საკვები, მარცვლეული, თხილეული, ჩრეული, ჩიფსები, ბოსტნეული, ჩაი, ყავა და სხვა.

მოდით, განვიხილოთ 5 მიზეზი, თუ რითი ჯობს Stand Up Pouch-ი პროდუქტის შეფუთვის სხვა სახეობებს:

1. ფაუჩი ახანგრძლივებს პროდუქტის შენახვის ვადას

საკვები პროდუქტების შეფუთვის საკითხში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაზის გამტარიანობის მახასიათებელი, რადგან კეკნკრა, ხილი, ჩირი ადვილად შთანთქავს ჟანგბადს პაკეტის შიგნით და თავის მხრივ, ათავისუფლებს ნახშიროჟანგს. შედეგად, ჰაერის შემადგენლობა იცვლება და პაკეტის შიგთავსი ფუჭდება. სწორედ ამიტომ, შეფუთვა აუცილებლად უნდა „სუნთქავდეს“ იმ პროდუქტთან ერთად, რომელიც მოთავსებულია მასში. ფაუჩის სპეციალური ტექნოლოგიით დამზადებული ბარიერული ფენები ახანგრძლივებს პროდუქტის შენახვის ვადას, რაც მწარმოებელს თავიდან ააცილებს მალეფუჭებადი პროდუქტის ვადებთან დაკავშირებულ პრობლემებს. ბარიერული პაკეტების გამოყენება ყველაზე ოპტიმალური და კომფორტული გადაწყვეტილებაა კვების მრეწველობაში, ვინაიდან ეს მასალა მოქმედებს როგორც პროდუქტის სიახლის შენარჩუნების აბსოლუტური გარანტი.

2. აქვს საინტერესო და განსხვავებული ვიზუალი

უნივერსალური დოიპაკის ვიზუალი მწარმოებლის მოთხოვნილებების და გემოვნების მიხედვით შეიძლება დამზადდეს. შეფუთვის დამზადება სხვადასხვანაირი მასალითაა შესაძლებელი: პრიალა, გამჭვირვალე, გლუვი, მეტალიზებული და ალუმინის. დამატებით შეიძლება გაუკეთდეს სახელური, ევრო საკიდი და ზიპიანი ჩამკეტი. ასეთი პროდუქტი მომხმარებლის ყურადღებას მომენტალურად მიიპყრობს და კონკურენტუნარიანიც იქნება.

3. კომფორტული და ხანგრძლივად გამოყენებადი

გარდა იმისა, რომ მწარმოებლისთვის ზიპიან პაკეტში გაცილებით ადვილია პროდუქტის დაფასოება, ის მომხმარებლისთვისაც ძალიან კომფორტულია. მომხმარებელს არ მოუწევს დამატებითი ჭურჭლის გამოყენება პროდუქტის შესანახად. ხოლო შესაკრავის გრძელვადიანი მოქმედება შესანიშნავად ფუნქციონირებს ხანგრძლივი გამოყენების შემდეგაც კი.

4. ფაუჩის დამზადება და ბეჭდვა შესაძლებელია მცირე ტირაჟითაც

საქართველოში, ამ სახის შეფუთვის დამზადება მხოლოდ „კოლორ ჯგუფშია“ შესაძლებელი. ბეჭდვა შესაძლებელია როგორც დიდი რაოდენობების, ასევე მცირე ტირაჟებისაც. საბეჭდი დანადგარები იძლევა საშუალებას, მომხმარებელმა აირჩიოს ბეჭდვის სხვადასხვა ტიპი: ღრმა ბეჭდვა, ან ციფრული. ციფრული ბეჭდვის შემთხვევაში, არ არის საჭირო დამატებით საბეჭდი ფორმები, რაც ამცირებს ხარჯს და იდეალური გადაწყვეტილებაა სტარტაპერებისთვის.

5. ფეხზე დამდგარი პაკეტი მყარი და ძალიან მსუბუქია

კიდევ ერთი პლუსი, პაკეტის მცირე წონაა. ის საკმაოდ მსუბუქია, არ ზრდის დაფასოებული პროდუქტის წონას საგრძნობლად და მოსახერხებელია ტრანსპორტირებისას.