„კოლორ ჯგუფი“ საერთაშორისო გამოფენა FachPack 2022-ში იღებს მონაწილეობას

27 სექტემბერი 2022

სტამბა „კოლორ ჯგუფი“ გერმანიაში, ქალაქ ნიუნბერგში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენა FachPack 2022-ში იღებს მონაწილეობას. მისი სტენდი მე-9 საგამოფენო დარბაზში, 60 კვ.მ-ზეა წარმოდგენილი.

კომპანია გამოფენაში მონაწილეობას იღებს „აწარმოე საქართველოში“ თანადაფინანსების მექანიზმის, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ მხარდაჭერილი ასოციაციის - შესაფუთი მასალების მწარმოებელთა კლასტერის (PMAG) და გაეროს მიგრაციის სააგენტოს - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM)-ის მხარდაჭერით.

FachPack 2022 არის შესაფუთი მასალების სექტორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო გამოფენა, რომელსაც საშუალოდ 30 000 ვიზიტორი სტუმრობს და 1500-მდე მონაწილე ჰყავს.

გამოფენა მონაწილეებს საშუალებას აძლევს, ბიზნესკავშირები დაამყარონ უცხოელ დამკვეთებთან და პარტნიორებთან და გაზარდონ თავიანთი კომპანიის ცნობადობა მსოფლიოს მასშტაბით.

შესაფუთი მასალების ინდუსტრია სააგენტოს, „აწარმოე საქართველოში“-ს მიერ საექსპორტო პოტენციალის მქონე ახლად იდენტიფიცირებული სექტორია, ხოლო ამ დარგის კომპანიები, სააგენტოს ორგანიზებით, საერთაშორისო გამოფენაში პირველად იღებენ მონაწილეობას. სააგენტო მუდმივად მუშაობს ექსპორტის პოტენციალის მქონე სექტორის იდენტიფიცირებაზე და მათ ხელშეწყობაზე.

„კოლორ ჯგუფი“ პროდუქციის ექსპორტზე გასატანად აქტიურად ემზადება. თავდაპირველად Stand up Pouch-ების ექსპორტი იგეგმება, რომელზეც როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მაღალი მოთხოვნაა.

ჩვენ მუდმივად ვანხორციელებთ გრძელვადიან ინვესტიციებს და ვნერგავთ სიახლეებს ისეთ წამყვან ციფრულ კორპორაციასთან პარტნიორობით, როგორიც არის HP. ის მსოფლიოში საუკეთესო ხარისხით გამოირჩევა როგორც შეფუთვების, ისე ეტიკეტების მიმართულებით. ავტორიტეტულ კომპანიასთან პარტნიორობით შექმნილი პროდუქცია კი კონკურენტუნარიანი ხდება როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბაზარზე.

აღნიშნული შეთავაზებით, ხელს შვეუწყობთ საექსპორტოდ, როგორც მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც საწყის ეტაპზე ბაზარზე შესვლას პროდუქციის მცირე რაოდენობებით გეგმავენ, ასევე დიდ კომპანიებს, რომლებიც შეძლებენ აწარმოონ მასშტაბური მარკეტინგული კამპანიები გამორჩეული შეფუთვებითა და ეტიკეტებით.

ჩვენ ვართ ყველაზე დივერსიფიცირებული პოლიგრაფიული საწარმო რეგიონში. წარმოებისა და მაღალტექნოლოგიური დანადგარების შესაძლებლობებიდან გამომდინარე გვაქვს პროდუქტებისა და სერვისების მრავალფეროვანი შეთავაზება, მათ შორის: რბილი და მყარი (გოფრირებული) შეფუთვების, ეტიკეტებისა და შრინკ ეტიკეტების, სარეკლამო და კომერციული პოლიგრაფიის, წიგნის და პრესის წარმოება, დიზაინისა და ლოგისტიკის სერვისები.