Agro/Food/Drink/Tech Expo Exhibition

14 ნოემბერი 2022

„კოლორ ჯგუფი“ Agro/Food/Drink/Tech Expo-ს ერთ-ერთი მონაწილეა.

2022 წლის 18-20 ნოემბერს გამოფენების ცენტრი „ექსპოჯორჯია“ ატარებს სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენას, Agro/Food/Drink/Tech Expo.

გამოფენის მიზანია გააცნოს მომხმარებელს დარგში მიმდინარე სიახლეები.გამოფენაში მონაწილე ყველა კომპანიას მისცეს შესაძლებლობა შეხვდეს პროფესიონალ დამთვალიერებელს, დარგის ექსპერტებს, ფერმერებს და პოტენციურ პარტნიორებს, რათა განავითაროს საკუთარი ბიზნესი.

გამოფენის პარალელურად გაიმართება სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის ფორუმი, რომლის ძირითადი მიზანია აგრო და კვების მრეწველობის პროდუქტების მწარმოებლებს ხელი შეუწყოს სარეალიზაციო არხების პოვნა/გაფართოებაში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ფორუმის ნაწილი იმართება B2B ფორმატით და მონაწილე კომპანიებს აძლევს საშუალებას შეხვდნენ საცალო ვაჭრობის ადგილობრივი ქსელების წარმომადგენლებს, სადისტრიბუციო კომპანიებს, ჰორეკა სექტორს და სხვა პოტენციურ პარტნიორებს. გარდა ამისა, დაიგეგმება შეხვედრები აგრო პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებსა და ადგილობრივ პოტენციურ შემსყიდველ კომპანიებს შორის.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი სახის მომსახურება და პროდუქცია:

სოფლის მეურნეობა:

• მანქანა-დანადგარები სოფლის მეურნეობისთვის

• საჯიშე მეცხოველეობა და მეფრინველეობა

• ცხოველთა საკვები და კვების ტექნოლოგიები

• თესლები და ნერგები

• საირიგაციო სისტემები

• თევსაშენი მეურნეობები

• სასუქები და ქიმიკატები

• მედიკამენტები და მოვლის საშუალებები ვეტერინარიისთვის

კვების მრეწველობა:

• კვების პროდუქტების იმპორტი და რეალიზაცია

• ბავშვთა კვება

• რძის პროდუქტები

• ხორცი და ხორცპროდუქტები

• პურ-ფუნთუშეული

• საკონდიტრო ნაწარმი

• თევზის პროდუქტები

• ხილი და ბოსტნეული

• გაყინული პროდუქტები

• მეფუტკრეობა

• თამბაქოს წარმოება

• საკვები დანამატები

ტექნოლოგიები:

• მანქანა-დანადგარები კვების მრეწველობისთვის

• გადამამუშავებელი და შესაფუთი ტექნოლოგიები

• აწონვისა და გაზომვის სისტემები

• შესანახი და სატრანსპორტო ტექნოლოგიები

• სამაცივრე და საყინულე ტექნოლოგიები

ფონდები და ფინანსური ორგანიზაციები:

• სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამები

• აგროდაზღვევა

• საგანმანათლებლო მომსახურება, ტრენინგ ცენტრები

• საკონსულტაციო მომსახურება

გელოდებით ყველას, 18-20 ნოემბერს, გამოფენების ცენტრ „ექსპოჯორჯია“-ში!