კოლორ ჯგუფი საქართველოს ბაზარზე 25 წელზე მეტია მოღვაწეობს.
თავდაპირველად ეს იყო ოპერატიული სტამბა, რომელშიც თანამედროვე საქართველოს თითქმის ყველა პერიოდული გამოცემა იბეჭდებოდა. დღეს ჩვენთან იბეჭდება ბაზარზე არსებული ჟურნალ-გაზეთების უმრავლესობა.
ჟურნალ-გაზეთების ბეჭდვამ დიდი გამოცდილება შეგვძინა, რაც მოგვიანებით უკვე წიგნების ბეჭდვისა და დამზადების პროცესში გამოვიყენეთ. ჩვენი პარტნიორები არიან „გამომცემლობა პალიტრა ლ“, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, „ბიბლუსი“ და სხვა.
პროდუქცია მზადდება ოფსეტური (როტაციული და ფურცლოვანი) ბეჭდვით, მრავალსექციური კომპლექტაციის, პრემიუმ კლასის დანადგარების მეშვეობით.
მოწინავე ტექნოლოგიები კოლორ ჯგუფს საშუალებას აძლევს ბაზარზე ჰქონდეს წამყვანი პოზიცია, როგორც ოპერატიულობითა და ხარისხით, ასევე კონკურენტული ფასით.
პროდუქცია შესაძლებელია დაიბეჭდოს მოოქროვების, სხვადასხვა სახის ლამინაციით, ამორჩევითი ლაკის, ოქროს და სხვა ყველა შესაძლო ოფციის გამოყენებით.