პოლიტიკა ხარისხის სფეროში

06 ივლისი 2020

გამომცემლობა კოლორი ისწრაფვის იყოს ლიდერი კონკურენციულ ბაზარზე დაშესთავაზოს მომხმარებელს/დამკვეთს მაღალი ხარისხის და ოპერატიული სრული პოლიგრაფიული მომსახურება , კომფორტული სერვისით რაც შეიძლება მეტი დამკვეთისათვის.კომპანიის პოლიტიკა - სრულად დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნები და ამით გაამართლოს მასზე დამყარებული ნდობა.

ჩვენი პოლიტიკა ხარისხის მართვის სფეროში მიმართულია პოლიგრაფიულ მომსახურების მუდმივი გაუმჯობესებისთვის და სრულყოფისაკენ.

გამომცემლობა კოლორი ვალდებულად თვლის თავს :

• მუდმივად გაუმჯობესოს ხარისხის მართვის სისტემის შედეგიანობა

• აამაღლოს პოლიგრაფიული სერვისის შესრულების ხარისხი და უზრუნველყოს დამკვეთის საიმედოობა კომპეტენტუნარიანობისთვის, შედეგიანობის და მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირების საშუალებით;

• მჭიდრო ურთიერთობა იქონიოს დამკვეთებთან, რათა სათანადოდ შეისწავლოს სურვილები და მოლოდინი ;

• შეკვეთის შესრულების ფარგლებში მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელს ორგანიზაციის შესაძლებლობებისა და საშუალებების შესახებ;

• ყურადღებით მოეკიდოს მომხმარებლის პრეტენზიებს და მაქსიმალურად მოკლე ვადაში გადაწყვიტოს წარმოქმნილი პრობლემა;

• მუდმივად ჰყავდეს კვალიფიციური და კომპეტენტური პერსონალი ახალი შეკვეთების შესასრულებლად, იზრუნოს მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე, გაუმჯობესოს ინფრასტრუქტურა;

• პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით, ხელმძღვანელობისა და რიგითი თანამშრომლებისთვის შექმნას სამუშაოსთვის საჭირო და უსაფრთხო გარემო, იზრუნოს მათ მოტივაციაზე;

• განსაზღვროს დაინტერესებული მხარეები, გაითავისოს მათი მოთხოვნები და უზრუნველყოს რისკებზე დაფუძნებული ხედვა შედეგიანი ხარისხის მართვის სისტემის მისაღწევად;

• დააკმაყოფილოს ყველა ნორმატიული და საკანონდებლო მოთხოვნები რომელიც ეხება პოლიგრაფიული მომსახურების გაწევას და ამასთან დაკავშირებულ დამხმარ პროცესებს.

• მუდმივად გაუმჯობესოს ხარისხის მართვის სისტემა.