კოლორ ჯგუფი მსხვილ ბიზნესებს სპეციალურ საახალწლო პაკეტებს სთავაზობს.
ყველა ბიზნეს სუბიექტისთვის მნიშვნელოვანია, ახალ წელს მომხმარებელს საინტერესო ეტიკეტის მქონე პროდუქცია შევთავაზოთ, ამიტომ სპეციალური კამპანია დავიწყეთ.
უფრო კონკრეტულად, შეკვეთის 15 დეკემბრამდე გაფორმებისას, ბიზნესები შემდეგი შეთავაზებით ისარგებლებენ:
· 15 000 ცალი ეტიკეტისა და 2 500 ცალი გოფრირებული ყუთის შეკვეთის შემთხვევაში, 500 მისალოცი ბარათი საჩუქრად;
· 30 000 ცალი ეტიკეტისა და 5 000 ცალი გოფრირებული ყუთის შეკვეთის შემთხვევაში, 500 ცალი მისალოცი ბარათი და 100 ცალი ნაჭრის ჩანთა ან 500 ცალი ქაღალდის სასაჩუქრე ჩანთა ბრენდირებით;
· 50 000 ცალი და მეტი ეტიკეტისა ან 8 300 ცალი და მეტი გოფრირებული ყუთის შეკვეთის შემთხვევაში, 500 ცალი მისალოცი ბარათი, 10%-იანი ფასდაკლება და 100 ცალი ნაჭრის ჩანთა ან 500 ცალი პრემიუმ ხარისხის საახალწლო ჩანთა ბრენდირებით.
კოლორ ჯგუფი წლების განმავლობაში ღვინის, შოკოლადისა და სხვა პროდუქტისა და სერვისისთვის ამზადებს ეტიკეტებს. ახალი ეტიკეტების დიდი რაოდენობით დამზადების საჭიროება მეწარმეებს განსაკუთრებით, წინასაახალწლოდ აქვთ, რაც შეკვეთების რაოდენობაზეც აისახება.
ვფიქრობთ, საახალწლოდ ეს შეთავაზება ბევრი კომპანიისთვის საინტერესო იქნება. ჩვენ სადღესასწაულო აქციებს ხშირად ვთავაზობთ-ხოლმე ბიზნეს სექტორს და წელსაც არ ვუღალატეთ ტრადიციას.
კოლორ ჯგუფი დამკვეთს არამხოლოდ ეტიკეტის დაბეჭდვაში, არამედ მისი დიზაინის მომზადებაშიც დაეხმარება. კომპანიის დიზაინერები დამკვეთთან ერთად შეარჩევენ სასურველ ვიზუალს, ერთად იმუშავებენ მასზე და მხოლოდ ამის შემდეგ დაიბეჭდება ეტიკეტები.
მასალებისა და დიზაინის არჩევანი საკმაოდ დიდია: მასალა არის საეტიკეტე, თვითწებადი პრემიუმ ხარისხის. შესაძლებელია როგორც ცალობით, ასევე რულონურად ბეჭდვა.
მზად ვართ, საინტერესო და კრეატიული ვიზუალური მასალა შევთავაზოთ დამკვეთებს, რათა პროდუქცია უფრო მიმზიდველი და გაყიდვადი გახდეს. უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, შესაძლებლობა გვაქვს, სხვადასხვა ფორმის, ფერისა და შემადგენლობის ეტიკეტი დავბეჭდოთ, რაც აბსოლუტურად პროდუქტის სპეციფიკაზე იქნება დამოკიდებული.