კოლორ ჯგუფის სააღდგომო შეთავაზება ბიზნესს:პასკის შესაფუთი პლასტიკისა და მუყაოს კოლოფის ერთად შეკვეთის შემთხვევაში, ორივეს ფასი ჯამში 1.59 ლარი იქნება.ასევე, მათ, ვინც პროდუქციას 10 აპრილამდე შეიძენს, საჩუქრად სტიკერები გადაეცემა, რომელზეც მათივე ლოგო დაიბრენდება.
აღსანიშნავია, რომ ბრენდირებული პლასტიკის პარკის ღირებულება ცალკე 0.75 ლარს, ხოლო კოლოფის - 1.20 ლარს შეადგენს.
ჩვენთან შეკვეთების მოცულობა შეზღუდული არ არის და შესაძლებელია, მაქსიმალურად მოკლე დროში სასურველი რაოდენობის შესაფუთი მასალები დამზადდეს.
შესაფუთი მასალები იბეჭდება თანამედროვე, ევროპაში პოპულარული ტექნოლოგიით „ინდიგო 20000“, რომელიც ბევრ შესაძლებლობას გვაძლევს: შეგვიძლია, მისი მეშვეობით ერთი შეკვეთის ფარგლებში დავბეჭდოთ სხვადასხვა ვიზუალის მქონე შეფუთვები; ფერები გამოდის უფრო მკვეთრი და ხარისხიანი, რაც პროდუქტის უკეთ პოზიციონირების საშუალებას იძლევა; მასალები, რომელსაც ამ ტექნოლოგიისთვის ვიყენებთ, პრემიუმ კლასისაა.
თუ აქამდე ბიზნესებს ცალ-ცალკე უწევდათ სტიკერისა და შტრიხკოდის დაბეჭდვა და პლასტიკის პარკის წარმოება, რაც ადამიანურ რესურსს უორმაგებდათ და ვიზუალურადაც ნაკლებად მიმზიდველად გამოიყენებოდა, დღეს აღნიშნული რეალობა შეიცვალა. ახალი ტექნოლოგიის მეშვეობით ჩვენთან სტიკერს პირდაპირ პლასტიკის პარკზე ვბეჭდავთ, რაც პროდუქტს უფრო თანამედროვე ვიზუალს, ხოლო მწარმოებლებს ხარჯების დაზოგვის საშუალებას აძლევს.
აღსანიშნავია, რომ შესაფუთი მასალების ვიზუალების შესაქმნელად ჩვენთან სპეციალური დეპარტამენტი მუშაობს და მზად ვართ ბიზნესებს ინდივიდუალური მომსახურება შევთავაზოთ.