საკვების შესაფუთი მასალის ხარისხი პროდუქტის გემოვნური თვისებებისა და ვარგისიანობის შენარჩუნებაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს. ამასთან, ის გარემოში არსებული მიკრობებისა და ბაქტერიისგან დასაცავად გამოიყენება და შენახვის ვადას ახანგრძლივებს.
გარდა ჩამოთვლილი სარგებლისა, ხარისხიანი და სწორად შესრულებული დიზაინის მქონე შეფუთვა პირდაპირ მეტყველებს პროდუქტზე და მას უფრო რეპრეზენტაბელურს ხდის. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს წინასააღდგომო პერიოდში, როცა კომპანიები პასკის გემოვნურ თვისებებთან ერთად შეფუთვის ხარისხსა და ვიზუალზეც განსაკუთრებულად ზრუნავენ.
უმაღლესი ხარისხის შეფუთვაზე მოთხოვნა კი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა, რაც მომხმარებლის ქცევით არის ნაკარნახევი. შეფუთვას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ როგორც მსხვილი, ისე მცირე და საშუალო კომპანიები, ხოლო თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა, ყველა მათგანის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
თუ ადრე მაღალი ხარისხით მხოლოდ მსხვილი ტირაჟის ბეჭდვა იყო შესაძლებელი, თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, რაოდენობაში შეზღუდულები აღარ ვართ და შეგვიძლია მომსახურება გავუწიოთ როგორც სტარტაპს, ისე მსხვილ ბიზნესს.
უმაღლესი ხარისხის შეფუთვების სხვადასხვა ტირაჟით დასაბეჭდად გამოიყენება კომპანია HP-ის მიერ წარმოებული დანადგარი „ინდიგო 20 000“, რომელიც ამიერკავკასიაში მხოლოდ „კოლორ ჯგუფს“ აქვს.
ინდიგო 20 000“ საშუალებას გვაძლევს, ნებისმიერი ვიზუალის და რაოდენობის შეფუთვა დავამზადოთ. მისი დამატებითი უპირატესობაა ისიც, რომ ერთი ტირაჟით დაბეჭდილი თითოეული შეფუთვის ვიზუალი შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს, რაც დამკვეთებს დამატებით შესაძლებლობას აძლევს, სწორად დაგეგმონ თავიანთი მარკეტინგული კამპანია და პროდუქტი გახადონ უნიკალური.
„კოლორ ჯგუფი“ ბიზნესს თავად უწევს კონსულტაციას, კონკრეტული პროდუქტისთვის, მაგალითად, პასკისთვის, რა მასალისგან დამზადებული შეფუთვა გამოიყენოს, რათა გემოვნური თვისებები შენარჩუნდეს და ვარგისიანობის ვადა სწორად განისაზღვროს.
ჩვენ მუდმივად მზად ვართ, მასალების შესაფერისი კომბინაცია სწორი რეკომენდაციებით შევარჩიოთ, რათა პროდუქტმა თავდაპირველი სახე ხანგრძლივად შეინარჩუნოს. ასევე, მზად ვართ, დამწყებ კომპანიებს უსასყიდლოდ გავუწიოთ კონსულტაცია და დავაკვალიანოთ მასალის სწორად შერჩევაში...
დღესასწაულების წინ განსაკუთრებით აქტუალური ხდება მრავალფეროვანი დიზაინის შეფუთვის დამზადება, რისთვისაც „კოლორ ჯგუფის“ დიზაინ სტუდიას სრული მზადყოფნა აქვს.
დიზაინერები დამკვეთებს რამდენიმე ესკიზს სთავაზობენ და მათ მიერ დაგეგმილი მარკეტინგული კამპანიის შესაბამის ვიზუალს ქმნიან.
ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც ჩვენს წარმატებაზე მოახდინა ზეგავლენა, არის ის, რომ მომხმარებელს საშუალება აქვს, ნახოს ანაბეჭდი, თავიდან აირიდოს ფერების აცდენის რისკი, არ გვაქვს დაწესებული მინიმალური შეკვეთის ლიმიტი და მცირე რაოდენობის ბეჭდვაც შეგვიძლია. გარდა ამისა, გვაქვს დამკვეთზე მორგებული გადახდის პირობები, რაც დიდი კომფორტია, რადგან უცხოურ ბაზარზე ძირითადად წინასწარი ანგარიშსწორების ხარჯზე ხდება შეკვეთა.