ზიპიანი შეფუთვის ხუთი უპირატესობა სურსათის მწარმოებლებისთვის

28 აპრილი 2022

შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ზიპიან შეფუთვას, რომელიც ინოვაციური ტექნოლოგიებითაა შექმნილი, საუკეთესო კომპანიები საკუთარი პროდუქტის კონკურენციაზე წინ დასაყენებლად იყინებენ.

საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, მომხმარებლებს პროდუქტი ფეხზე დამდგარი ზიპიანი შეფუთვებით მიაწოდონ, რომელსაც ფაუჩის სახელითაც ვიცნობთ.

მოდით, განვიხილოთ ფეხზე დამდგარი ზიპიანი შეფუთვის ხუთი უპირატესობა.

1. მარკეტინგის შესაძლებლობები

პროდუქტის შეფუთვა პირველი შთაბეჭდილებაა, რომელსაც თქვენს მომხმარებლებზე მოახდენთ. ის შეიძლება ნებისმიერი ზომის, ფორმის, ფერის და მასალის იყოს. შეფუთვის ვიზუალური მხარე პროდუქტს გამორჩეულად წარმოაჩენს. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, შეფუთვა გახადოთ თვალსაჩინო, რომელიც სუპერმარკეტის თაროზე ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს.

2. მოხერხებულობა

მომხმარებლისთვის ზიპიანი შეფუთვის კიდევ ერთი მიმზიდველი ასპექტი ფუნქციური სარგებელია. შეფუთვა პროდუქტს იდეალურად მოერგება და მის საკვებ თვისებებს მაქსიმალურად შენარჩუნებს.

3. მდგრადობა

ზიპიანი პაკეტები მსუბუქი და კომპაქტურია, რომლის წარმოებისთვისაც ნაკლები რესურსი გამოყენება და გაგიადვილებთ მათ ტრანსპორტირებას ასევე ნაკლები საწვავის გამოყენებითაც. ამის გათვალისწინებით, შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ დღევანდელი ზიპიანი შეფუთვა ეკოლოგიურად შედარებით მისაღებია.

4. ხარჯების ეფექტურობა

იმის გამო, რომ ზიპიანი შეფუთვის დამზადებისთვის ნაკლები მასალაა საჭირო, შესაძლებლობა გეძლევათ შეამციროთ წარმოების დანახარჯები.

5. პროდუქტის კონსერვაცია

ზიპიანი შეფუთვა პროდუქტის შიგთავსის შესანარჩუნებლად ჰერმეტულადაა შექმნილი, რაც საკვებ პროდუქტებს გარემოს ისეთი ზემოქმედებისგან იცავს, როგორიც შეიძლება იყოს ტენი, ტემპერატურა, სხვადასხვა მავნებლები და ასე შემდეგ.

რა შესაძლებლობას და მომსახურებას გთავაზობთ, ყველაზე დივერსიფიცირებული პოლიგრაფიული საწარმო კოლორ ჯგუფი რეგიონში ამ მიმართულებით?

მომხმარებლებს ვთავაზობთ, ფეხზე დამდგარი ზიპიანი პაკეტების დამზადებას, როგორც სასურველი დიზაინით, ასევე დიზაინერების გუნდთან ერთად შექმნილი უნიკალური ვიზუალით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 2 500 580, ან მოგვწერეთ: info@colorgroup.ge