„კოლორ ჯგუფი“ Agro Batumi 2022-ის ერთ-ერთი მონაწილეა.Agro Batumi, 2022 წლის 25-26 ნოემბერს, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანია GEONET EXPO-ს ორგანიზებით იმართება, რომელიც გულისხმობს, აგრო-სასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების გამოფენას.გამოფენაზე ვიზიტორების საშუალო რიცხვია : 1500 ვიზიტორი.
გამოფენის მიზანია, სოფლის მეურნეობაში აქტიურად ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანება, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციების შესახებ ინფორმაციის გაცვლასა და ახალი პარტნიორული ურთიერთბების ჩამოყალიბებას. გამოფენის მსვლელობისას მონაწილე კომპანიებს საშუალება ეძლევათ, ორი დღის განმავლობაში თავიანთი პროდუქცია და სერვისები პოტენციურ მყიდველებს გააცნონ.
აღსანიშნავია, რომ Agro Batumi 2022-ის მონაწილე კომპანიებსა და ვიზიტორებს შორის გაიმართება B2B ბიზნეს შეხვედრებიც.აგრო გამოფენაში წარმოდგენილი იქნება:
- სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და ინვენტარი;
- სასუქები და მცენარეთა დაცვის საშუალებები;
- სასათბურე მეურნეობისა და სათბურის აღჭურვილობა;
- მეტეოროლოგიური საზომი და მელიორაციის სისტემები;
- ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლები;
- რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები;
- ჯემების & მურაბების მწარმოებელი კომპანიები;
- მეფუტკრეობა;
- მეფრინველეობა / მეცხოველეობა;
- პურ-ფუნთუშეული / ნახევარფაბრიკატები;
- შესაფუთი მასალები;
- სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ორგანიზაციები.